თერჯოლის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში ოთხი პაციენტის ანალიზი გაიგზავნა

14:24, 07.05.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

ლადო კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას გასული 24 საათის განმავლობაში ექვსმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მათგან მედიკოსების გადაწყვეტილებით ანალიზები ოთხ პაციენტს აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი