თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას და თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას და თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას და თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ.

გარდაცვლილის და თინათინ აბჟანდაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამბობს, რომ შვილის დაკრძალვისთვის საბერძნეთიდან საქართველოსკენ მომავალი დედა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ გადმოატარეს და საბერძნეთში დააბრუნეს.

აბჟანდაძის თქმით, ქალის პასპორტს ვადა აქვს გასული. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

„დედას უნდოდა შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა, მას ველოდებოდით. ახლა ისიც აღარ ვიცით როდის დავკრძალოთ ბავშვი“, – განაცხადა თინათინ აბჟანდაძემ.

11 წლის ბავშვი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 23 აგვისტოს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.