ტერიტორიული წყლების საკითხზე საბერძნეთის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
საბერძნეთის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ანკარაში განაცხადეს, თურქეთი ვერ შეეგუება ათენის მხრიდან ეგეოსის ზღვის რეგიონში ტერიტორიული წყლების გაფართოებას.
გასულ კვირას საბერძნეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ნიკოს კოტსიასმა განაცხადა, რომ თურქეთი აპირებს გააფართოოს საბერძნეთის ტერიტორიული წყლები იონიის ზღვაში.
„ყურადღებით ვაკვირდებით საბერძნეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრისა და ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს საბერძნეთის ტერიტორიული წყლების ეტაპობრივი გაფართოების შესახებ. ჩვენ ვერ დავუშვებთ ეგეოსის რეგიონში ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.