ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეობას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი შეითავსებს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეობას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი შეითავსებს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეობას ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი შეითავსებს.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ცვლილებებით განისაზღვრება ისიც, რომ დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შეთავსებით შეიძლება, დაიკავოს პარლამენტის თანამდებობის პირმა.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ინიციატორები განმარტავენ, რომ უქმდება ზემოაღნიშნული სტატუსებისთვის განსაზღვრული გასამრჯელო.

რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ინიცირებისთვის პირველ ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

მერვე მოწვევის პარლამენტში იყო პრეცედენტი, როცა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას გია ვოლსკი ითავსებდა, რომელიც მაშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.