ტერეზა მეიმ მთავრობის შენარჩუნება შეძლო
ტერეზა მეიმ მთავრობის შენარჩუნება შეძლო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მთავრობის შენარჩუნება შეძლო. დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინააღმდეგ ხმა 325-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო სასარგებლოდ 306 კანონმდებელი გამოვიდა.

კენჭისყრა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ჯერემი კორბინის ინიციატივით გაიმართა.

კენჭისყრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით უკვე დღეიდან ოპოზიციონერ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კორბინმა მთავრობის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა არ დაამტკიცა. დეპუტატების უმრავლესობამ ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა. ბრექსიტის გეგმაში გაწერილი იყო პირობები, რომლითაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.