ტერეზა მეიმ კეიპტაუნში სკოლის მოსწავლეებთან ერთად იცეკვა [ვიდეო]

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში სკოლის მოსწავლეებთან ერთად იცეკვა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტერეზა მეი კეიპტაუნში სამდღიანი აფრიკული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

ბრიტანეთის პრემიერი ნიგერიასა და კენიასაც ესტუმრება.

ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მეი სამივე ქვეყნის პრეზიდენტებს შეხვდება, მიზნად ისახავს აფრიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას.