ტერეზა მეი - ტრამპმა მირჩია, ევროკავშირს უჩივლეო
ტერეზა მეი - ტრამპმა მირჩია, ევროკავშირს უჩივლეო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ტელეკომპანია BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას ურჩია, ევროკავშირთან მოლაპარაკებები კი არ აწარმოოს, არამედ მათ უჩივლოს.

„მან მითხრა, რომ მოლაპარაკებები კი არ უნდა ვაწაარმოო, არამედ უნდა ვუჩივლო ევროკავშირს, მაგრამ არა, ჩვენ მათთან მოლაპარაკებას ვგეგმავთ“,- განაცხადა ტერეზა მეიმ.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ტერეზა მეის რჩევა მისცა, თუმცა პრემიერმა ის არ გაითვალისწინა.