ტერეზა მეი ქალაქ სოლსბერიში იმ ადგილას ჩავიდა, სადაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი სოლსბერიში ჩავიდა და ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ორმაგი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
„ჩვენ ამ ქუჩაზე განხორციელებული თავხედური და საზიზღარი აქტის ჩადენაში დამნაშავედ რუსეთს მივიჩნევთ“, – განაცხადა ტერეზა მეიმ ვიზიტისას.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.66 წლის სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.