ტერეზა მეი 3 ივნისს პარლამენტს ბრექსიტზე კანონპროექტს წარუდგენს
ტერეზა მეი 3 ივნისს პარლამენტს ბრექსიტზე კანონპროექტს წარუდგენს

ტერეზა მეი ბრექსიტთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტს 3 ივნისს წარუდგენს. ამის შესახებ „დაუნინს სტრიტი” იუწყება.

ბრექსიტის შეთანხმება გაერთიანებული სამეფოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკვე სამჯერ უარყო, თუმცა ბოლო კენჭისყრის შემდეგ ტერეზა მეი ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებებს მართავდა.

14 მაისს ტერეზა მეი ლეიბორისტთა ლიდე, ჯერემი კორბინს შეხვდა. სწორედ ამ მოლაპარაკების შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმებას მეოთხედ განიხილავს.

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წელს გაიმართა, რა დროსაც მოსახლეობის 52-მა პროცენტმა ევროპული გაერთიანებიდან გასვლას დაუჭირა მხარი.