ტერეზა მეი პარლამენტის წინაშე დღეს ბრექსიტთან დაკავშირებით, ახალი წინადადებებით წარდგება
ტერეზა მეი პარლამენტის წინაშე დღეს ბრექსიტთან დაკავშირებით, ახალი წინადადებებით წარდგება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი წინადადებებით წარდგება. ტერეზა მეი კანონმდებლებს იმ ინიციატივებს გააცნობს, რომელსაც მოგვიანებით უკვე ბრიუსელთან განიხილავს.

კანონმდებლებს პრემიერის მიერ წარდგენილ ინიციატივებში შესწორებების შეტანის საშუალება ექნებათ. 29 იანვარს კი, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე დებატები გაიმართება.

სააგენტო„ ბიბისი“ წერს, რომ პრემიერს ორი მიზანი აქვს. ის შეეცდება მოიპოვოს თემთა პალატის მხარდაჭერა და დაითანხმოს ბრიუსელი, შეარბილოს პოზიცია ე.წ. სათადარიგო გეგმასთან დაკავშირებით – სადავო პუნქტთან, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვრის უხილავად შენარჩუნების გარანტია უნდა გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გარდამავალ პერიოდში ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ვერ შეძლებენ.