სამმხრივი შეხვედრა შენჟენში

15:10, 14.11.2026

ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა. ეს იქნება ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ამასთან, როგორც „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, დონალდ ტრამპი პუტინთან და სი ძინ პინთან შეხვედრისას ირანის წინააღმდეგ ომის საკითხის განხილვას გეგმავს. მისივე თქმით, მოსალოდნელი არ არის, რომ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი წამოიჭრას.

მსგავსი