ტერეზა მეი - პარლამენტი თუ შეთანხმებას არ დაამტკიცებს, დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ვერასდროს გავიდეს ევროკავშირიდან
ტერეზა მეი - პარლამენტი თუ შეთანხმებას არ დაამტკიცებს, დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ვერასდროს გავიდეს ევროკავშირიდან

პარლამენტი თუ „ბრექსითის“ შეთანხმებას არ დაამტკიცებს, დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ვერასდროს გავიდეს ევროკავშირიდან.

გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გრიმსბიში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არავინ იცის, რა მოხდება, თუ პარლამენტის წევრები „ბრექსითის“ პირობების შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას უარყოფენ. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმებას 12 მარტს უნდა უყაროს კენჭი.

„მომავალ კვირას ვესტმინტერში პარლამენტის წევრები გადამწყვეტი არჩევანი წინაშე დადგებიან: მხარი დაუჭირონ „ბრექსითის“ შეთანხმებას, თუ უარი თქვან მასზე. მხარი დაუჭირეთ მას და დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს. უარყოფთ მას და არავინ იცის, რა მოხდება“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

„ჩვენ შესაძლოა, ევროკავშირიდან მრავალი თვის განმავლობაში ვერ გავიდეთ. შესაძლოა, გავიდეთ ყოველგვარი დაცვის გარეშე, რომელსაც ეს შეთანხმება უზრუნველყოფს. ან შესაძლოა, საერთოდ ვერასდროს გავიდეთ“, – აღნიშნა დიდი ბირტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.

დატოვე კომენტარი