ტერეზა მეი - ევროპამ თვალი უნდა გაუსწოროს რუსეთის ქმედებებს, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს პოტენციურ ზრდას ემუქრება
ტერეზა მეი - ევროპამ თვალი უნდა გაუსწოროს რუსეთის ქმედებებს, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს პოტენციურ ზრდას ემუქრება

ევროპამ თვალი უნდა გაუსწოროს რუსეთის ქმედებებს, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს პოტენციურ ზრდას ემუქრება, – ამის შესახებ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი კვლავ გააგრძელებს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას.

„დღევანდელ სამიტზე მიღწეული შედეგების შეფასება მოხდება, ასევე, განვიხილავთ იმას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ერთობლივად უსაფრთხოებასთან და განვითარებასთან დაკავშირებულ საერთო გამოწვევებს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ქმედებებს, როგორიცაა რუსეთი, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს პოტენციურ ზრდას ემუქრება და რომელსაც ჩვენი კოლექტიური სიძლიერის დარღვევა სურს. ვიმედოვნებ, რომ დღეს ევროპული ქვეყნები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მზადყოფნას, ერთად გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, დიდი ბრიტანეთი უპირობოდ მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპული უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ შესაძლოა, ვტოვებთ ევროკავშირს, თუმცა არ ვტოვებთ ევროპას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.