ტერეზა მეი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს „ბრექსიტის“ შემდგომ სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებები
ტერეზა მეი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს „ბრექსიტის“ შემდგომ სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს „ბრექსიტის“ შემდგომ სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებები.

პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ეს განცხადება ტერეზა მეიმ ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მისვლისას გააკეთა.

ევროკავშირს კი სურს, რომ ლონდონმა სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ღია მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკვე არსებული ფინანსურ საკითხებსა თუ სხვა შეთავაზებებს კიდევ ერთხელ გადახედოს.

დღესვე, ადგილობრივი დროით, 16:30 საათზე ტერეზა მეი ბრექსიტთან დაკვშირებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრას გამართავს. 4 დეკემბერს კი ბრექსიტზე, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ამ შეხვედრაზე გაირკვევა, არის თუ არა პროგრესი მოლაპარკებებში.