ტერეზა მეი და ემანუელ მაკრონი სკრიპალის საქმეზე მოქმედებების კოორდინაციის შესახებ შეთანხმდნენ
ტერეზა მეი და ემანუელ მაკრონი სკრიპალის საქმეზე მოქმედებების კოორდინაციის შესახებ შეთანხმდნენ

ტერეზა მეი და ემანუელ მაკრონი სკრიპალის საქმეზე მოქმედებების კოორდინაციის შესახებ შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს, 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი დანაშაულის გამოძიების დეტალები გააცნო. ტერეზა მეის თქმით, დიდი ალბათობით, ყოფილი რუსი მზვერავისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოკავშირეებმა მოსკოვის ქმედებებზე რეაგირება შეთანხმებულად უნდა მოახდინონ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა 12 მარტს თემთა პალატაში გამოსვლისას სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშულა და მოსკოვს ულტიმატუმი წაუყენა. მისი თქმით, ლონდონი კრემლისგან მომხდართან დაკავშირებით განმარტებას 13 მარტის დღის ბოლომდე დაელოდება.