ტერეზა მეი ბრექსიტზე ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების განსახილველად, მინისტრთა კაბინეტს ხვდება
ტერეზა მეი ბრექსიტზე ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების განსახილველად, მინისტრთა კაბინეტს ხვდება

ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა დაიწყო, სადაც ბრექსიტთან დაკავშირებით, ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების ტექსტს განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა 3 საათი გაგრძელდება.

შეხვედრაზე ტერეზა მეი მინისტრებს შეთანხმების ტექსტს წარუდგენს და განხილვა დაიწყება.

აღნიშნული შეთანხმება იმ შემთხვევაში შედგება, თუ მინისტრთა კაბინეტი მხარს დაუჭერს. ამის შემდეგ მას მხარი თემთა და ლორდთა პალატებმა უნდა დაუჭირონ. შემდეგ ევროკავშირის საგანგებო სამიტი უნდა დაინიშნოს და მხარეები გაყრის პირობებზე ოფიციალურად უნდა შეთანხმდნენ.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.