ტერეზა მეი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას არ ემხრობა
ტერეზა მეი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას არ ემხრობა

ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარება იმ დროს, როდესაც ევროკავშირთან  ბრექსითთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.

„ვმუშაობ, რომ მივაღწიოთ კარგ შეთანხმებას, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“,-აცხადებს  პრემიერი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, ბრიტანეთი ევროკავშირთან შეთანხმებას შეძლებს.

ბრიტანულ მედიაში გასულ კვირას გაჩნდა მოსაზრება, რომ ტერეზა მეის გუნდი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას განიხილავს. გავრცელებული ვერსით, მეის არჩევნებით უმრავლესობის მოპოვება სურს, რათა ბრექსითთან დაკავშირებით მისი გეგმის მხარდაჭერა მოიპოვოს.