ტერეზა მეი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის ლიდერებს ბრექსიტთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას წარუდგენს
ტერეზა მეი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის ლიდერებს ბრექსიტთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას წარუდგენს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის ლიდერებს ბრექსიტთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას წარუდგენს.

ზალცბურგში დღეს ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი დასრულდა. მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა განაცხადეს, რომ პროგრესი ამ ეტაპზე არ არის. მათ ტერეზა მეის მიერ წარდგენილი ხედვა არ მოსწონთ და ბრიტანეთის პრემიერს მოუწოდებენ, გადახედოს საკუთარ პოზიციას.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან, არის ის, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვრის რეგულირება ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელიც დიდი ბრიტანეთს შემადგენლობაშია და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, რომელიც ევროკავშირის დამოუკიდებელი წევრია. საზღვრის გარდა, მხარეები სამომავლო სავაჭრო ურთიერთობებზეც ვერ თანხმდებიან.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.