ტერეზა მეი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ ბრექსიტის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის, ტერეზა მეის თქმით, პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ პარლამენტი მისი და ბრიუსელის მიერ შეთანხმებულ, თანმიმდევრული ბრექსიტის გეგმას დაამტკიცებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „აიტივის“ მიმომხილველმა, რობერტ პესტონმა გაავრცელა.
როგორც ის ამტკიცებს, ტერეზა მეი ბრექსიტის მომხრე დეპუტატებს შეხვდა. პესტონის ცნობით, შეხვედრა, ჩეკერსში მდებარე ტერეზა მეის აგარაკზე შედგა. ტერეზა მეი დაპირდა დეპუტატებს, რომ თუ ისინი ბრექსიტის გეგმას დაამტკიცებენ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს. თუმცა, ტერეზა მეიმ მოითხოვა, რომ პროცესი 22 მაისამდე გახანგრძლივდეს. ბრიუსელი მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თანმიმდევრული ბრექსიტის გეგმას დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დაამტკიცებს.