ტერეზა მეი აცხადებს, რომ კანონმდებელთა წინააღმდეგობის გამო შესაძლოა, „ბრექსიტი“ არ შედგეს
ტერეზა მეი აცხადებს, რომ კანონმდებელთა წინააღმდეგობის გამო შესაძლოა, „ბრექსიტი“ არ შედგეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ კანონმდებელთა წინააღმდეგობის გამო შესაძლოა, „ბრექსიტი“ საერთოდ არ შედგეს.

„ჩვენს წინაშე მასშტაბური შესაძლებლობებია. ჩემი გზავნილი მარტივია, ჩვენ მთავარ ჯილდოზე უნდა ვკონცენტრირდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, „ბრექსიტის“ გარეშე დავასრულოთ“, – ტერეზა მეის ეს განცხადება სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოქვეყნდა.

მეი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი აუცილებლად დატოვებს ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირს.

„ხალხმა ხმა მისცა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ასე რომ, ეს დასრულდება. ხალხმა ხმა მისცა ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის იურისდიქციების გაუქმებას და ამასაც აუცილებლად შევასრულებთ“, – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.