თანამედროვე კრივის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, ამერიკელმა ტერენს კროუფორდმა მესამედ დაიცვა მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამარი. მან ეს ნიუ იორკში „მედისონ სკვერ გარდენში“ ლიეტუველი ედიგიუს კავალიაუსკასის წინააღმდეგ ბრძოლაში გააკეთა.
ბრძოლა ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში იმართებოდა. შეხვედრა რეფერიმ მეცხრე რაუნდში შეწყვიტა და კროუფორდის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დააფიქსირა.
კროუფორდი 2018 წლიდან ფლობს WBO-ის ტიტულს. 32 წლის დაუმარცხებელი ამერიკელის ანგარიშზეა 36 ბრძოლიდან 36 მოგება, აქედან 27 – ნოკაუტით. 31 წლის კავალიაუსკასმა 21 მოგებისა და ერთი ფრის შემდეგ, კარიერაში პირველად წააგო.