ტერ შტეგენი სამ-ოთხ თვეს ვერ ითამაშებს
ტერ შტეგენი სამ-ოთხ თვეს ვერ ითამაშებს

„ბარსელონას“ ძირითად მეკარეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს დღეს ოპერაცია ელოდება. კატალონური კლუბის ინფორმაციით, გერმანელ ფეხბურთელს მუხლზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ეს აუცილებელი ნაბიჯია, რადგან ტერ შტეგენს აღნიშნული ტრავმა უკვე რამდენიმე თვეა აწუხებს.

როგორც ვარაუდობენ, აღდგენისთვის გერმანელს სამი-ოთხი თვე დასჭირდება, შესაბამისად, ის ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

დასრულებულ სეზონში ტერ შტეგენმა ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა.