ტექნოლოგიების ტრანსფერის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ტექნოლოგიების ტრანსფერის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ტექნოპარკში ტექნოლოგიების ტრანსფერის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. სწორედ ამ მიზნით, დღევანდელ შეხვედრაზე ექსპერტებმა მრჩეველთა საბჭოს ექვსი პროექტის გეგმა წარუდგინეს.

მრჩეველთა საბჭო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. მათი რჩევებისა და შეხედულებების გათვალისწინებით კი, სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ხდება.

პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მსოფლიო ბანკი.

შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა გახსნეს. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან.