ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

19:08, 12.08.2021

13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე, – ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ​მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.

„სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 20:00- მდე, შესვენების გარეშე“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი