ტექნიკური სამუშაოების გამო, ვაკე-საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დღეს 23:00 საათამდე შეზღუდული აქვს
ტექნიკური სამუშაოების გამო, ვაკე-საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დღეს 23:00 საათამდე შეზღუდული აქვს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ქსელის რამდენიმე მონაკვეთზე მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.

ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად ნუცუბიძის ქუჩა N179-ის მიმდებარედ, ბაგების სატუმბო სადგურსა და წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარეობს. წყალსადენის მაგისტრალური მილების გადაერთებასთან ერთად, წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით, ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

კომპანიის ინფორმაციით, რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 2 ივნისის 23:00 საათიდან 3 ივნისის საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ვაკე-საბურთალოს რაიონში შემდეგ ქუჩებს:

ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, უნივერსიტეტის 1 შესახვევს, გაზაფხულის, ლორთქიფანიძის, ჩოლოყაშვილის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ბაგების კორპუსებს. ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას და ნუცუბიძის III მიკრორაიონს, დელისის, მინდელის, პიკასოს, თოფურიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მარიჯანის, ამაღლების, ძმები ზალდასტანიშვილების, გელოვანის, გამრეკელის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის და ასათიანის ქუჩების ნაწილს, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს. კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის იმედაძის, თბილისის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს. დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს; ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.