ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დღეს დილით მგზავრთა გადაყვანა შეფერხდა
ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დღეს დილით მგზავრთა გადაყვანა შეფერხდა

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დღეს დილით, 08:44 საათზე მგზავრთა გადაყვანის პროცესი დროებით შეფერხდა, რამაც ბაქანზე ხალხმრავლობა გამოიწვია. შესაბამისი ფოტოები მგზავრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

როგორც პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი საბურთალოს ხაზზე მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო.

კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ხარვეზის გამოსასწორებლად, მატარებელი, რომელშიც მგზავრები უნდა ჩამსხდარიყვნენ, ჩიხში დაბრუნდა და მის ნაცვლად სათადარიგო შემადგენლობა გამოვიდა, რასაც ექვსი  წუთი დასჭირდა. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებმა ვაგონებში ჩასხდომა 08:50 საათზე შეძლეს და მოძრაობა ჩვეული გრაფიკით განახლდა.