ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დილიდან არ მუშაობს

09:55, 09.10.2020

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე ორი მეტროსადგური ტექნიკური ხარვეზის გამო დილიდან არ მუშაობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, დილიდან დაკეტილია მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

მათივე ინფორმაციით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი