ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

11:22, 07.06.2019

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

„არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები” – ასე ჰქვია კონფერენციას, რომელშიც ქართველ არქიტექტორებთან ერთად, ცნობილი ამერიკელი, მალაიზიელი, იტალიელი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი არის იმ პრობლემების განხილვა, რომელიც დღეს არის ქალაქთგეგმარებით არქიტექტურაში.

შეხვედრის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ.

კონფერენცია დღის ბოლოს თბილისის ტექნოპარკში არქიტექტურაზე საჯარო ლექციით დასრულდება.

მსგავსი