ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ორგანიზაციის „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ლიდერები საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა
ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ორგანიზაციის „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ლიდერები საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ორგანიზაციის „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ლიდერები საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ორგანიზაციის მთავარი მიზანი ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების მეტი ინტეგრაციაა. მთავარ პრობლებად ისინი ენის ბარიერს ასახელებენ.

მათი თქმით, უნივერსიტეტებში დღეს ქართული ენის ჩაბარება გამარტივებულია, რაც შემდგომ სწავლების პროცესში ქართული ენის სწავლას ართულებს.

ახალი ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა პროექტის მეშვეობით სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან.

„გაერთიანების მთავარი მიზანია,  მოქალაქეები უფრო მეტად ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში, მათ შორის ქართული ენის უკეთ შესწავლის კუთხით. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და მნიშვნელოვანია, ჩვენსა და ქართულ საზოგადოებას შორის იყოს მეტი ინტეგრაცია, რაც ენის არცოდნისა და პასიური ჩართულობით შეუძლებელია, მოხდეს“, – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა დაურ ისმაილოვმა.