ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა
ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა

ცვლილებები, რომლებიც ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, 2022 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

კერძოდ, საქმე ეხება ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვებ დოზას, რომელიც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს. 2022 წლის პირველი იანვრიდან ეს მაჩვენებელი 0.5% (ძრავის უქმ სვლაზე) და 0.3% (ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით) უნდა გამხდარიყო. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით:

2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0.6% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%;

2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,55% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%.

2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;

2025 წლის პირველი იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.