ავტომობილის ტექინსპექტირებისთვის საჭირო ცენტრების რაოდენობა იზრდება.
ამჟამად 35 ხაზია მოქმედი და მათი რაოდენობა ახალი რეგულაციის ფარგლებში 115 გახდება.
აქედან 60 თბილისში, დანარჩენები კი რეგიონებში ამოქმედდება.
„ქვეყნის მასშტაბით გვჭირდება 115 ხაზი რეგიონების მიხედვით გადანაწილებული. დაინტერესებულ ინვესტორებთან დღეს ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა, თუ ვინ რას აპირებს. ვაპირებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოვაცხადოთ მოწვევა ინვესტორებისთვისაც, რომლებიც დაფარავენ იმ რაიონებს, სადაც ეს სერვისი არ მუშაობს. როგორც იცით, ტექდათვალიერება პერიოდულად ამოქმედდება. წლის განმავლობაში ჩვენ 115 ხაზი უნდა დავფაროთ“, – განაცხდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა.