თეონა აქუბარდია - ევროინტეგრაციის სამოქმედო გეგმა ჯერ საჯარო არ არის, დაველოდები, რა გეგმაზეა საუბარი და როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ პროცესს
თეონა აქუბარდია - ევროინტეგრაციის სამოქმედო გეგმა ჯერ საჯარო არ არის, დაველოდები, რა გეგმაზეა საუბარი და როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ პროცესს

დაველოდები, რა გეგმაზეა საუბარი და როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ პროცესს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

„სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით საჯარო არ არის და წარმოდგენა არ მაქვს, რა წერია. ძალიან მეეჭვება, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნება ექნება, ისევე, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრაზე როდესაც მოგვიწოდებენ პარტნიორები. „ქართული ოცნება“ არ უნდა დუმდეს, როდესაც მოქალაქეს გვიკლავენ და ევროპარლამენტში რეზოლუციას იღებენ. ამავდროულად, სუს-ზე საპარლამენტო ზედამხედველობა არა და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ სამ მიმართულებაზე ვაპირებ მუშაობას. დაველოდები, რა გეგმაზეა საუბარი და როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ ამ პროცესს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ გაცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ გეგმის მიხედვით გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან.