მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, ჰონდურასული წარმოშობის ამერიკელი სპორტსმენი ტეოფიმო ლოპესი გასული წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელეს.
გამოკითხვას ამერიკის ჟურნალისტთა ასოციცია BWAA ატარებდა, რომელიც კრივის მიმოხილველთა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მედიაგაერთიანებას წარმოადგენს.
ტეოფიმო ლოპესი 23 წლის არის და ახლგაზრდა ასაკის მიუხედავად, მისი მიღწევები ძალიან შთამბეჭდავია – 16 ბრძოლა პროფესიულ რინგზე და 16 გამარჯვება (12 ნოკაუტით).
საინტერესოა, რომ წლის მწვრთნელის წოდება ტეოფიმოს მამას, ტეოფიმო ლოპეს უფროსს მიანიჭეს.