ტეოფიმო ლოპესი წლის მოკრივედ აღიარეს

20:50, 23.01.2021

მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, ჰონდურასული წარმოშობის ამერიკელი სპორტსმენი ტეოფიმო ლოპესი გასული წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელეს.

გამოკითხვას ამერიკის ჟურნალისტთა ასოციცია BWAA ატარებდა, რომელიც კრივის მიმოხილველთა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მედიაგაერთიანებას წარმოადგენს.

ტეოფიმო ლოპესი 23 წლის არის და ახლგაზრდა ასაკის მიუხედავად, მისი მიღწევები ძალიან შთამბეჭდავია – 16 ბრძოლა პროფესიულ რინგზე და 16 გამარჯვება (12 ნოკაუტით).

საინტერესოა, რომ წლის მწვრთნელის წოდება ტეოფიმოს მამას, ტეოფიმო ლოპეს უფროსს მიანიჭეს.

მსგავსი