თენგიზ სულაქველიძე - მარადონას აყვანა რომ დამავალეს, მეგონა, ნაკრებიდან მიშვებდნენ (ვიდეო)

თბილისის „დინამოს“ 80-იანი წლების ნახევარმცველმა თენგიზ სულაქველიძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დიეგო მარადონას წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრები და ლეგენდარული არგენტინელი გაიხსენა.

„მინდა მთელს მსოფლიოს მივუსამძიმრო ამ დიდი მოთამაშის გარდაცვალება. ასეთი ფეხბურთელი არ დაბადებულა. მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშე და ორივეჯერ მისი აყვანა დამევალა. პირველად მწვრთნელმა რომ მითხრა, მარადონა უნდა ჩაკეტოო, მეგონა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან მიშვებდნენ. ორჯერ მის წინააღმდეგ ვიუხეშე, მაგრამ მერე მომერიდა, იმდენად დიდი ფეხბურთელი იყო. ხელი უნდა შემეშალა, რომ თავი არ გამოევლინა, რაც ძლიან ძნელი იყო. მეგონა ცუდად ვითამაშე, მაგრამ მატჩის შემდეგ მწვრთნელმა მადლობა მითხრა და ნაკრებში კიდევ 8 წელი ვითამაშე. პირდაპირ ვამბობ, რომ მარადონას აყვანა შეუძლებელი იყო“, – ამბობს თენგიზ სულაქველიძე.

 

სსრკ-არგენტინა 4:2

1988 წელი. ოთხთა ტურნირი
ბერლინი. ოლიმპიაშტადიონი. 25000 მაყურებელი.

გოლები: 0:1 ზავაროვი (14), 0:2 ლიტოვჩენკო (15), 1:2 ტროლიო (18), 1:3 პროტასოვი (62), 2:3 მარადონა (67), 2:4 პროტასოვი (80, პენ)

სსრკდასაევიბალტაჩა, სულაქველიძე (იაკოვენკო, 74), ო. კუზნეცოვი, დემიანენკობესონოვირაცილიტოვჩენკო (გოცმანოვი, 83), ზავაროვიპროტასოვიბელანოვი (პასულკო, 75)

არგენტინა: პუმპიდო, ბრაუნი (გარე, 53), დიასი, ხუსტი, რუჯერი, სენსინი, ტროლიო, კისიუფო, მარადონა, კანიჯა, ოლარტიკოეჩეა (კლაუსენი, 46)

გაფრთხილება: იაკოვენკო

არბიტრი: ჟოელ კინიუ (საფრანგეთი)