თენგიზ შარმანაშვილი – სარჩელში ფართოდ არის ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ პარტიებს ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის, მათ ძალიან კარგად იციან, რას ვედავებით
სარჩელში ფართოდ არის ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს, ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის, მათ ძალიან კარგად იციან, რას ვედავებით და დღეს ეს იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ გამოვა მოსარჩელე მხარე და სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს.
„ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს, ასევე სარჩელში უფრო ფართოდ არის ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს, ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის. მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ გამოვა ჩვენი მომხსენებელი და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს. ძალიან კარგად გაიგეს, რას ვედავებით და თავად მოსამართლეებმაც აღნიშნეს. შემდგომში, როდესაც ისინი რაღაც თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ და რატომ არ უნდა შედავებოდნენ. ასე რომ, მათ ძალიან კარგად იციან, რას ვედავებით და დღეს ეს იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.