თენგიზ შარმანაშვილი - საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არა ევრობიუროკრატია, გარე ფაქტორები ან ვინმეს რეიტინგები
თენგიზ შარმანაშვილი - საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არა ევრობიუროკრატია, გარე ფაქტორები ან ვინმეს რეიტინგები

მონური ფილოსოფიაა, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ რაღაც ზებუნებრივი უფროსები არსებობენ, რომლებსაც კითხვაც კი არ შეიძლება დაუსვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონკრეტული კითხვა აქვს ევრობიუროკრატების მისამართით, რა არის გასაკვირი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია

„მათ ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ და ასე დამამცირებლად უყურებენ ჩვენს სახელმწიფოს და ერს, ეს ბადებს შემდეგ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩამოთვალეს, 26 მაისს აქციას რატომ ატარებენ. ერთ-ერთი პირველი, რაც გამოკვეთეს, ის იყო, უცხოელებს უნდა დავანახოთ, რომ რაღაც ძალა კიდევ გაგვაჩნიაო. უცხოელებს კი არ უნდა დაანახონ, ქართველ ხალხს უნდა დაანახონ სიმართლე, რომ მხარი დაუჭიროს. ჩვენ და მათ შორის განსხვავება სწორედ ეს არის. საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია – არა ევრობიუროკრატია, გარე ფაქტორები, ვინმეს რეიტინგები“, – განაცხადა შარმანაშვილმა.