თენგიზ შარმანაშვილი – სად გაგიგიათ, ადამიანს კომერციული მიზანი ჰქონდეს, პროექტში უზარმაზარი თანხა გადაიხადოს, შემდეგ სახელმწიფოს აჩუქოს და ილაპარაკონ, რომ ყველაფერი კომერციული ინტერესებით გაკეთდა?

13:07, 02.06.2026

სად გაგიგიათ, ადამიანს კომერციული მიზანი ჰქონდეს, პროექტში უზარმაზარი თანხა გადაიხადოს, შემდეგ ეს პროექტი სახელმწიფოს აჩუქოს და იმაზე ილაპარაკონ, რომ ეს ყველაფერი რაღაც კომერციული ინტერესებით გაკეთდა? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა შეკვეთილში დინო პარკის, „დინოტოპიაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უნიჭო ადამიანები ისეთ ტყუილებს გეგმავენ, რომლებიც 24 საათი ვერ ძლებს.

„სად გაგიგიათ, ადამიანს კომერციული მიზანი ჰქონდეს, პროექტში უზარმაზარი თანხა გადაიხადოს, შემდეგ ეს პროექტი სახელმწიფოს აჩუქოს და იმაზე ილაპარაკონ, რომ ეს ყველაფერი რაღაც კომერციული ინტერესებით გაკეთდა? როცა ტყუილს ავრცელებენ, ჭკუასთან ახლოს მყოფი ტყუილი მაინც დაგეგმონ. ტყუილის გავრცელება ასე მარტივი არ არის, მაგრამ ამას იმდენად უნიჭო ადამიანები გეგმავენ და ახორციელებენ, რომ 24 საათი ვერ ძლებს. ისეთი ტყუილი უნდა დაგეგმო და განახორციელო, რომ, სულ მცირე, ერთი თვე გაძლოს. 24 საათისთვის თავს რატომ იწუხებენ? „კამიტის“ ამბავი რატომ მოიგონეს? ისეთ ტყუილებს იგონებენ, რომელიც 24 საათიც ვერ ძლებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

„სთარინგ ჯორჯიის“ ინფორმაციით, საქართველოში, კერძოდ კი, შეკვეთილში ყველაზე დიდი დინო პარკი – „დინოტოპია“ გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი