თენგიზ შარმანაშვილი - სააკაშვილმა მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა, როცა ევროპის საბჭოში ისეთ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც ეწერა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს?
თენგიზ შარმანაშვილი - სააკაშვილმა მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა, როცა ევროპის საბჭოში ისეთ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც ეწერა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს?

ღალატი თავად სააკაშვილმა განახორციელა, სწორედ მისი ქმედებები იყო ღალატი. მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა, როცა მისი პარტიის წევრებმა, მისივე დავალებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისეთ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც ეწერა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს? – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს  „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ სააკაშვილი მთავარსარდალი იყო და ხმა არ ამოიღო.

„არ იცოდა, რას უჭერდნენ მხარს? ღალატი იქ მოიკითხონ. ომის შემდეგ მთელი ელექტროობიექტები რუსულ კომპანიებს რომ გადასცა მფლობელობასა და საკუთრებაში, ეს იყო ღალატი. თუ სააკაშვილს უნდა, ამ სიას გავაგრძელებ და თითს აქეთ ნუ გამოიშვერს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.