თენგიზ შარმანაშვილი - დიდი ხანია, სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, არ არის სიმართლე, რომ რამე გაუმკაცრეს, წაიყვანეს იქ, სადაც განაჩენით უნდა იყოს
მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ იყო და როგორც კი ექიმებმა დაადგინეს, რომ მისი იქ ყოფნა საჭირო აღარ იყო, ციხეში გადაიყვნეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, დიდი ხანია, გამოჯანმრთელებულია და გადაიყვანეს იქ, სადაც განაჩენით უნდა იყოს.
„მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ იყო და როგორც კი ექიმებმა დაადგინეს, რომ მისი იქ ყოფნა საჭირო აღარ იყო, გადაიყვანეს იქ, სადაც სასჯელი უნდა მოიხადოს. რას ნიშნავს, პირობები გაუმკაცრეს? საავადმყოფოში ყოფნა ჰქონდა მისჯილი? ასეთი დედამიწაზე სადმე არსებობს? თუ საქმე ისაა, რომ სააკაშვილი ავადაა და მაინც წაიყვანეს, ეს ერთი მხარეა და ამას არ ამტკიცებენ. დიდი ხანია, გამოჯანმრთელებულია და იმაზე დიდი ხანი იყო სამედიცინო დაწესებულებაში, ვიდრე საჭირო იყო. ახლა იმის მტკიცება, რომ რაიმე გაუმკაცრეს, სიმართლე არ არის, არაფერი გაუმკაცრებიათ, წაიყვანეს იქ, სადაც განაჩენით უნდა იყოს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.