თენგიზ შარმანაშვილი – პეტერ მადიარმა დაადასტურა, რომ მისი წინამორბედი ტყუილად არ წუხდა ევრობიუროკრატიის იმ ნაბიჯებზე, რომელიც მიგრაციის მიმართულებით იყო გადადგმული

12:17, 01.09.2026

ევრობიუროკრატიის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების შედეგია, რომ არაერთი დასავლური სახელმწიფოს ხელმძღვანელიც კი აკრიტიკებს მიგრაციულ პოლიტიკას, არანაირი მწყობრი პოლიტიკა ამ ხალხის ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციის არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მიანიშნებს ევრობიუროკრატიის ნაბიჯების კრახზე.

მადიარი ამაზე საუბრობს. როდესაც უნგრეთს თავად ჩაუდგა სათავეში და თავისი ქვეყნის პრობლემების წინაშე დადგა, იმაზე ლაპარაკი დაიწყო, რაზეც მისი წინამორბედი საუბრობდა. თუ მიგრაციულ პოლიტიკაში ევრობიუროკრატიის ამ გზას გაჰყვებიან,  უნგრეთიც ასეთი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. მადიარი ზუსტად ამაზე საუბრობს.  დაადასტურა ის, რომ მისი წინამორბედი ტყუილად არ წუხდა ევრობიუროკრატიის იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ მიმართულებით იყო გადადგმული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმ  ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით დაწესებული ყოველდღიური ჯარიმა გააკრიტიკა.

მსგავსი