თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციის ხელოვნურ გაერთიანებებს პერსპექტივა არ აქვს, ერთმანეთს ვერ იტანენ, სააკაშვილი გაერთიანებებზე ლაპარაკობს, მაგრამ თავის პოტენციურ მოკავშირეებს ლანძღავს
პატრომებს თუ დასჭირდებათ, ოპოზიციას გაერთიანებისკენ ნაბიჯებს გადაადგმევინებენ, მაგრამ ასეთ ხელოვნურ გაერთიანებებს პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ამაში საქართველოს მოსახლეობაც დღითიდღე რწმუნდება.
„ოპოზიციაში ერთმანეთს ვერ იტანენ. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებებზე ლაპარაკობს, თავის პოტენციურ მოკავშირეებს ლანძღავს. ადამიანებს ერთმანეთის აუტანლობა როცა აქვთ, იქ ასეთი ხელოვნური გაერთიანება დიდი ხანი ვერ გაძლებს. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ იმდენი შეცდომა აქვთ დაშვებული, პარლამენტში არშემოსვლიდან დაწყებული, რევოლუციური სიტუაციებით დამთავრებული, გამოსავალს ვერ პოულობენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.