თენგიზ შარმანაშვილი – ოპონენტები ვერ იგებენ და ჰგონიათ, რომ დანაშაული თუ პოლიტიკური მოტივით ჩაიდინეს, ადამიანი პოლიტიკური დევნილია, დანაშაულს ვერანაირი მოტივაცია ვერ გაამართლებს

11:27, 12.09.2025

ოპონენტები ვერ იგებენ და ჰგონიათ, რომ დანაშაული თუ პოლიტიკური მოტივით ჩაიდინეს, ეს ადამიანი პოლიტიკური დევნილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანაშაულს ვერანაირი მოტივაცია ვერ ახსნის და ვერ გაამართლებს.

„ასე ტერორიზმის გამართლებაც შეიძლება – უმოტივოდ არც ისინი მოქმედებენ, ან რელიგიური მოტივი აქვთ, ან პოლიტიკური. ხაბეიშვილის შემთხვევაში საუბარია, ჩაიდინა თუ არა დანაშაული – ჩაიდინა. დანარჩენი სასამართლოში გაირკვევა. გამოძიების საწინააღმდეგო თუ რამე აქვთ, შეუძლიათ, ეპაექრონ. დარწმუნებული ვარ, პროკურატურას სასამართლოზე მყარი არგუმენტები ექნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი