თენგიზ შარმანაშვილი - ნათელია, რომ ტრამპს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაგრძელების და გაღრმავების სურვილი აქვს, ჩვენ ამ მიმართულებას გავყვებით
თენგიზ შარმანაშვილი - ნათელია, რომ ტრამპს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაგრძელების და გაღრმავების სურვილი აქვს, ჩვენ ამ მიმართულებას გავყვებით

ნათელია, რომ დონალდ ტრამპს სურვილი აქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან, მთავრობასთან განაგრძოს და გააღრმაოს ურთიერთობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებას გაჰყვება.

„დონალდ ტრამპის წერილიდან 24 საათიც არ იყო გასული და ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რაც, ფაქტობრივად, ხელს უშლის გადატვირთვის სიღრმეებში წასვლას. ეს შეიძლება, ხანგრძლივი და რთული ბრძოლა აღმოჩნდეს, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრამპი „დიფ სთეითის“ რეალურ გადატეხვას შეძლებს. მას სურვილი აქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან და მთავრობასთან განაგრძოს და გააღრმაოს ურთიერთობები, ეს ნათელია და ამ მიმართულებას გავყვებით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.