თენგიზ შარმანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ, არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ
თენგიზ შარმანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ, არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ

მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ. რის გამოც ამბობენ, რომ „ოპოზიციურ ალიანსში“ არ უნდა შესულიყვნენ, გაერთიანება ამ კრიტერიუმებს არც ახლა აკმაყოფილებს და მაინც აცხადებენ, რომ ალიანსიდან არ უნდა გავიდნენ. მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ. თან ამ ადამიანებს მძიმე წარსული აქვთ, ქართულ პოლიტიკაში ვერ გადარჩებიან. ნანუკა ჟორჟოლიანი რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ? პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს და ვერც მომავალში გააკეთებს. როგორ შეიძლება, მისი გეგმები სერიოზულად აღიქვა?“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.