თენგიზ შარმანაშვილი - მუდმივად პულსზე უნდა გქონდეს ხელი და რაიმე თუ არის შესაცვლელი, დააკორექტირო, ჩვენი მთავარი მიზანი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაზრდა კი არ არის, არამედ პრევენცია
საგზაო მოძრაობის ის სეგმენტია შესწავლილი, სადაც ყველაზე მეტი სიკვდილიანობა იყო. ჩვენთვის მთავარი მიზანი არა ჯარიმების გაზრდა, არამედ პრევენციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაუსვეს კითხვა.
„საგზაო მოძრაობის ის სეგმენტია შესწავლილი, სადაც ყველაზე მეტი სიკვდილიანობა იყო. ამ სეგმენტში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, არც კანონმდებლობა. უფრო გართულებებია ქვედა სეგმენტში. კანონი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი კანონს მიიღებდა და არაფერი შეიცვლებოდა. მუდმივად პულსზე უნდა გქონდეს ხელი და რაიმე თუ შესაცვლელია, დააკორექტირო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი მიზანი არა ჯარიმების გაზრდა, არამედ პრევენცია იყო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.