თენგიზ შარმანაშვილი – მკვლელობის გახსნის კოეფიციენტი მაღალია და ნარკოტიკებთან ბრძოლის ხაზიც დადებითია, საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ეს რაოდენობა არ ამოღებულა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაზეც ვიკა ფილფანმა ისაუბრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მკვლელობის გახსნის კოეფიციენტი მაღალია და ნარკოტიკებთან ბრძოლის ხაზიც დადებითია.
„საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ეს რაოდენობა არ ამოღებულა და ამდენი გამსაღებელი არ დაუკავებიათ.
მათი ხელმძღვანელი ყოფილი შს მინისტრი იყო და გულწრფელები რომ იყვნენ, ციფრები შეადარონ. რატომ ცრუობდა სოფო ხორგუანი გუშინ, რომ თითქოს მე ვთქვი, ოკუპირებული ტერიტორიები დავკარგეთ? ვთქვი, რომ კონტროლი დაიკარგა. რატომ ცრუობენ ხოლმე, ვერ გეტყვით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.