თენგიზ შარმანაშვილი - მარტა კოსმა საკუთარი განწყობა აჩვენა, როდესაც თქვა, რომ საქართველოში შავი ფული უნდა შევიტანოთო, ასეთი ადამიანის განცხადებები არაფერს ნიშნავს 
თენგიზ შარმანაშვილი - მარტა კოსმა საკუთარი განწყობა აჩვენა, როდესაც თქვა, რომ საქართველოში შავი ფული უნდა შევიტანოთო, ასეთი ადამიანის განცხადებები არაფერს ნიშნავს 

მარტა კოსმა საკუთარი განწყობა ცოტა ხნის წინ აჩვენა, მან თქვა, რომ მუშაობს იმაზე, თუ როგორ შემოიტანოს შავი ფული კანონის გვერდის ავლით საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანის განცხადებები არაფერს ნიშნავს იმ გაგებით, რომ როცა ადამიანს ასეთი განწყობა აქვს, მისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

„დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა მათ დაიწყეს. მარტა კოსმა ერთი წლის წინ განაცხადა, რომ თუ გვინდა, საქართველოსთან ურთიერთობა დალაგდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, მათ უნდა ველაპარაკოთო. შემდეგ რადიკალებმა მარტა კოსი დააბულინგეს და ცოტა ხანში თავისი რიტორიკა შეცვალა და რადიკალურ წარმომადგენლად მოგვევლინა. ის, რომ თავის პირველ პოზიციაში მყარი ყოფილიყო, აქამდე ჩვენ შორის ბევრი რამე გაირკვეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პრინციპული არ აღმოჩნდა. არათუ გადაიხარა, არამედ თქვა, რომ საქართველოში შავი ფული უნდა შევიტანოთო. რაც შეეხება რუსეთს, გაცვდა იმის ძახილი, „საქართველოშო რუსეთმა გაიმარჯვა“, რუსული კანონი, რუსული, რუსული. ეს გავლენას აღარ ახდენს არც მოსახლეობაზე და არც საერთაშორისო მასშტაბით. როცა სჭირდებათ, რუსეთთან საერთო ენას კარგად ნახულობენ და მათი სავაჭრო ბრუნვაც უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს“.