თენგიზ შარმანაშვილი - გერმანიაში სტიპენდიების გაცემას ვეღარ აკონტროლებენ, გიორგი გახარიას სტიპენდია სამეცნიერო საქმიანობას არ ეხება, ეს აგენტის ჰონორარია
თენგიზ შარმანაშვილი - გერმანიაში სტიპენდიების გაცემას ვეღარ აკონტროლებენ, გიორგი გახარიას სტიპენდია სამეცნიერო საქმიანობას არ ეხება, ეს აგენტის ჰონორარია

აღარ მიკვირს, რომ გერმანიაში სტიპენდიების გაცემას ვეღარც აკონტროლებენ, ეს სტიპენდიები უკვე „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.

„როგორც ვხედავთ, გერმანიაში ბოლომდე არაფერი აღარ კონტროლდება, ბუნდესტაგის დეპუტატების კითხვებსაც კი სრულყოფილად არ პასუხობენ. გერმანიის ელჩის თაობაზე კითხვებს თავი წარმოუდგენელი ნარატივებით აარიდეს. ათი წლის წინ გერმანიაში წარმოუდგენელი იყო, ასეთი ზერელე პასუხები გაეცათ. აღარ მიკვირს, რომ ასეთი სტიპენდიების გაცემას ვეღარც აკონტროლებენ. ეს სტიპენდიები უკვე „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშაა. ამას შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკური კორუფცია უწოდა, მე კი ვიტყოდი, რომ ეს აგენტის ჰონორარია. ამის მომსწრე პირველად არ ვართ. ყოფილმა პრეზიდენტმაც ეს გზა გაიარა, ასეთი სტიპენდია მასაც დაუნიშნეს. რა თქმა უნდა, ეს სტიპენდია სამეცნიერო საქმიანობას არ ეხება, ეს აგენტის ჰონორარია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.