თენგიზ შარმანაშვილი - გავაგრძელებთ პრაგმატულ კურსს, ყველა ნაბიჯი აწონილი და მიმართული იქნება იქით, რომ ქვეყანა ავანტიურაში არ იყოს ჩათრეული
თენგიზ შარმანაშვილი - გავაგრძელებთ პრაგმატულ კურსს, ყველა ნაბიჯი აწონილი და მიმართული იქნება იქით, რომ ქვეყანა ავანტიურაში არ იყოს ჩათრეული

ჩვენ ფრთხილები რომ არ ვყოფილიყავით და აწონილ-დაწონილი ნაბიჯები არ გადაგვედგა, საქართველოში საომარი ვითარება  შეიქმნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ კურსს გააგრძელებს.

„პრაგმატულ კურსს გავაგრძელებთ, ყველა ნაბიჯი აწონილი და მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანა ისევ ავანტიურაში არ იყოს ჩათრეული, რომელიც სახელმწიფოს კატასტროფულ რეალობას მოუტანს. ჩვენ მიერ არჩეული კურსი სწორი იყო. რაც მთავარია, ამას მოსახლეობა ხვდებოდა, რაც არჩევნებზე მიღებულ ხმებში აისახებოდა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.